სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ნილ ვეინსტაინთან

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში,  სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის წევრები ნილ ვეინსტაინს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა:

  • ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის რეფორმა

სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს სისხლის სამართლის კოდექსიდან, სათანადო გარანტიების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გადმოტანის შესაძლებლობაზე.

ნილ ვეინსტაინის მოსაზრებით,  გარანტიების გადმოტანა დაუშვებელია, ვინაიდან გამოიწვევს მთლიანი სისტემის დუბლირებას. ამასთანავე, გარანტიების არსებობამ,  შესაძლოა დააზარალოს(გააჭიანუროს) ის ადმინისტრაციული წესით განსახილველი პროცესი, რომელიც ამგვარ გარანტიებს არ საჭიროებს.  

სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს შეხვედრებს პროცესში ჩართულ სხვადასხვა აქტორებთან.