ჯგუფის შეხვედრა

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში,  სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, სამუშო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე:

  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები;
  • სისხლის სამართლის პროცესში  ირიბი ჩვენების გამოყენება;
  • აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას წინასასამართლო პრობაციის ინსტიტუტის შემოღება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოცემულ კანონპროექტებში იკვეთება მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც დასახვეწია. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ თითოეულ კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებების მომზადებაზე, რომლებსაც ჯგუფი დეტალურად განიხილავს მომდევნო  შეხვედრაზე,

სისხლის სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა 8 თებერვალს გაიმართება.