სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში, სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.  მსჯელობის მთავარ საგანს შემდეგი საკითხები წარმოადგენდა:

  • სასამართლო პრობაცია
  • ახლად აღმოჩენილ გარემოებები

სასამართლო პრობაციასთან დაკავშრებით, ჯგუფი შეთანხმდა, რომ შეჯერებულ პოზიციას აშშ-ს მაგისტრატ მოსამართლე სიუზან ლისთან შეხვედრის შემდგომ ჩამოაყალიბებს.

შეხვედრის დროს, ჯგუფმა იმსჯელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც, განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს ემატება პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლებების არსებითი დარღვევის შესახებ.