სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში, სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, სამუშო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე:

  • GDI-ის კონსტიტიუციური სარჩელების პრეზენტაცია
  • განაგონის (hearsay) საკითხი
  • მოწმეთა დაკითხვის წესი
  • საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

GDI-ის კონსტიტიუციური სარჩელების პრეზენტაცია – GDI-მ სისხლის ჯგუფს წარმოუდგნა 2 კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება ჩხრეკა-ამოღების დროს მოპოვებული მტკიცებულების პროკურორის მიერ პირველად გამოკვლევის უფლებას და კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის ამოღების წესის კონსტიტუციურობას. 

განაგონი (hearsay) – ჯგუფი გაეცნო ფონდის და EMC-ის ერთობლივად მომზადებულ შენიშვნებს. ასევე, ჯგუფის ცალკეულმა წევრებმა გამოთქვეს დამატებით მოსაზრებები.

მოწმეთა დაკითხვის წესი – ჯგუფმა იმსჯელა მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი მომზადების საკითხზე. ჯგუფის წევრები შეთანხმდენენ, კოალიცია აუცილებლად იქნება ჩართული პროცესში. 

საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა – ჯგუფის უმრავლესობა, სრულად იზიარებს კოალიციის მიერ მომზადებულ და გამოქვეყნებულ შენიშვნებს საკონსტიტუციო სასამართლოსთა დაკავშირებით. 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი – ჯგუფი მზად არის, აქტიურად ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს ადმ.სამართალდარღვევათა ახალი კოდექსის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის შეხვედრებში და პრინციპულად მხარს უჭერს ცვლილებების შემოთავაზებულ ვერსიას.