სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში,  სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფმა, მიმდინარე წლის პირველი  შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, სამუშო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე:

  • ჯგუფის სამოქმედო გეგმა;
  • ჯგუფის ვებ გვერდი;
  • მოწმის დაკითხვის ახალი წესი.

2016 წლის განმავლობაში, ჯგუფი იმუშავებს ქვემოთ მოცემულ თემებზე:

  1. სისხლის სამართლის პროცესში ირიბ ჩვენების რეგულირებისთვის ადვოკატირების წარმართვა;
  2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტზე და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა;
  3. მოწმის დაკითხვის წესის იმპლემენტაციის მონიტორინგი და საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება;
  4. შეწყალების მექანიზმის კვლევის დამუშავება და ადვოკატირების მხარდაჭერა;
  5. დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმზე კამპანიის წარმართვა.

სისხლის სამართლის სფეროში მიმდინარე პროცესებზე, საზოგადოებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გადაწყდა სისხლის სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ვებ გვერდის (www.cjn.ge) და ამავე მიზნით, სოციალურ ქსელ Facebook­-ში სპეციალური გვერდის შექმნა.

სისხლის სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა 25 იანვარს გაიმართება.