სისხლის სამართლის ჯგუფის გასვლითი შეხვედრა

ამა წლის 25-27 ნოემბერს, დაბა ბორჯომში, სისხლის სამართლის ჯგუფი მართავს გასვლით შეხვედრას პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. შეხვედრის მიზანია, სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა შეაჯერონ პოზიციები პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით და ჩამოაყალიბონ  ადვოკატირების ერთიანი სტრატეგია.

პირველი სამუშაო დღის წესრიგის მიხედვით, ჯგუფმა გაფართოებულ ფორმატში იმსჯელა შემდეგ საკითხებზე:

  • სამართალდამცავი სისტემის (პროკურატურა, სუს-ი შსს) რეფორმა;
  • დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი;
  • შეჯიბრებითობა და თანასწორობა სისხლის სამართლის პროცესში.

ხვალ, 27 ნოემბერს, ჯგუფი ფოკუსირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის, ფარული თვალთვალისა და მიყურადების კანონმდებლობის სირთულეებზე. ასევე, განხილული იქნება ჯგუფის მომავალი წლის საქმიანობის პრიორიტეტები და  ზოგადი სტრატეგია.