for_web_OSGF_პროკურორი_გამომძიებელი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა. კანონპროექტის თანახმად, ახალი სამსახური შეიქმნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნაცვლად და ამ უკანასკნელის დღევანდელ ფუნქციებთან ერთად, სამსახური შეითავსებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ კონკრეტული ტიპის დანაშაულებზე გამოძიების წარმოების უფლებამოსილებას. უპირველეს ყოვლისა, კოალიცია […]

criminal-law

კოალიცია და სახალხო დამცველი ეხმიანებიან დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის თაობაზე ხელისუფლების ინციატივას

  კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად, ეხმიანება ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის თაობაზე და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს პროცესი დროულად, გამჭვირვალედ, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით წარმართოს.   სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტური გამოძიება საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მექანიზმის არარსებობამ ხელი შეუწყო სამართალდამცავ სისტემაში უფლებამოსილების გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის […]

pos2

რა შეიცვალა 2012 წლის შემდეგ- წამება და არაადამიანური მოპყრობა დახურულ დაწესებულებებში

ციხეებში წამების ამსახველი კადრების გავრცელებიდან 5 წელი გავიდა. 2017 წლის 2 ოქტომბერს, ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველო“ გამართა მცირე კვლევის პრეზენტაცია, რომელიც  ეხება წამების, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობასთან ბრძოლის კუთხით 2012-2017 წლებში საქართველოში არსებულ მდგომარებას. კვლევა ასახავს იმ პროგრესს, რომელსაც მიაღწია საქართველომ როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკული კუთხით.  მიუხედავად,  რამდენიმე მიმართულებით მიღწეული პროგრესისა, ჯეროვანი სისტემური რეფორმები კვლავ […]

OSGF_1

საჯარო დისკუსია: დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ

2017 წლის 12 ივლისს,  ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ინიციატივით გაიმართა საჯარო განხილვა, რომელიც სამართალდამცველების მიერ დანაშაულის ეფექტური გამოძიების მიზნით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას მიეძღვნა. მექანიზმი ითვალისწინებს  სამართალდამცავი უწყებებისა და მთავრობისგან დისტანცირებული, დამოუკიდებელი უწყების შექმნას. იგი თავისუფალი იქნება პოლიტიკური ზეგავლენებისგან და ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ პარლამენტის წინაშე. ამგვარი მოდელი ერთი მხრივ შეამცირებს, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობის საგანგაშო […]

Criminal_Investigation

კოალიცია ეხმიანება არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დეპარტამენტის შექმნის შესახებ წარმოდგენილ კანონპროექტს

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ნაცვლად, საქართველოს პროკურატურაში გამოძიების დეპარტამენტის შექმნის შესახებ წარმოდგენილ კანონპროექტს და მიიჩნევს, რომ იგი ვერ პასუხობს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის მინიმალურ მოთხოვნებს, რაც ცალსახად მიანიშნებს ხელისუფლების  პოლიტიკურ ნებაზე- არ განახორციელოს რეალური რეფორმა.   სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტური გამოძიება საქართველოსთვის მნიშვნელოვან […]

pic

სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მედიასაშუალებებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ორი შემთხვევის შესახებ, სადაც დაკავებული პირები, ან მათი წარმომადგენლები, პირდაპირ მიუთითებენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე. 2017 წლის 24 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ხოფერია პოლიციელებს მისთვის მიყენებულ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მისი განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებმა იგი ქუჩიდან ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, არ მისცეს ოჯახთან […]

რამდენად კონსტიტუციურია მტკიცებულებების პირველადი გამოკვლევის და კომპიუტერული მონაცემების მოპოვების არსებული წესი?

2016 წლის 29 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, რამდენად კონსტიტუციურია, როდესაც სისხლის სამართლის პროცესში, დაცვის მხარე, სასამართლოს ნებართვით, ახორციელებს ჩხრეკა-ამოღებას და ვალდებულია, ამოღებული მტკიცებულება პირველადი გამოკვლევისთვის გადასცეს ბრალდების მხარეს (პროკურორს, გამომძიებელს). ასევე, გასაჩივრებულია საკანონმდებლო დებულება, რომლის მიხედვითაც, თუ სისხლის სამართლის საქმისათვის […]

045

სისხლის სამართლის ჯგუფის გასვლითი შეხვედრა

ამა წლის 25-27 ნოემბერს, დაბა ბორჯომში, სისხლის სამართლის ჯგუფი მართავს გასვლით შეხვედრას პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. შეხვედრის მიზანია, სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა შეაჯერონ პოზიციები პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით და ჩამოაყალიბონ  ადვოკატირების ერთიანი სტრატეგია. პირველი სამუშაო დღის წესრიგის მიხედვით, ჯგუფმა გაფართოებულ ფორმატში იმსჯელა შემდეგ საკითხებზე: სამართალდამცავი სისტემის (პროკურატურა, სუს-ი შსს) რეფორმა; დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი; შეჯიბრებითობა და თანასწორობა […]

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში, სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის  შეხვედრა გაიმართა.  ჯგუფმა იმსჯელა შემდეგ საკითხებზე: მოწმის დაკითხვის ახალი წესის მონიტორინგის მეთოდოლოგია კონსტიტუციური სარჩელები მოწმეთა დაკითხვის ახალ წესთან დაკავშრებით პროკურორის დადგენილება- როგორც სასჯელის გადასინჯვის საფუძველი სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა ჯგუფს გააცნეს მეთოდოლოგია, რომლის გამოყენებითაც იგეგმება მოწმის დაკითხვის ახალი წესის მონიტორინგი. […]

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში, სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.  მსჯელობის მთავარ საგანს შემდეგი საკითხები წარმოადგენდა: სასამართლო პრობაცია ახლად აღმოჩენილ გარემოებები სასამართლო პრობაციასთან დაკავშრებით, ჯგუფი შეთანხმდა, რომ შეჯერებულ პოზიციას აშშ-ს მაგისტრატ მოსამართლე სიუზან ლისთან შეხვედრის შემდგომ ჩამოაყალიბებს. შეხვედრის დროს, ჯგუფმა იმსჯელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც, განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს ემატება პროკურორის […]

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში, სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.  მსჯელობის მთავარ საგანს წარმოადგენდა: ადმინისტრაციული სამართალდარღვევების რეფორმა ჯგუფმა მოისმინა ექსპერტთა პირველადი მოსაზრებები მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით. ცენტრალურ საკითხი წარმოადგენდა კონკრეტული სამართალდარღვევების სისხლის სამართლის კოდექსში გადატანა და მათზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გარანტიების გავრცელება. ექსპერტთა მოსაზრებით, კარგი იქნება თუ აღნიშნული სამართალდარღვევების სისხლის სამართლის კოდექსში […]

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში, სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, სამუშო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე: GDI-ის კონსტიტიუციური სარჩელების პრეზენტაცია განაგონის (hearsay) საკითხი მოწმეთა დაკითხვის წესი საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი GDI-ის კონსტიტიუციური სარჩელების პრეზენტაცია – GDI-მ სისხლის ჯგუფს წარმოუდგნა 2 კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება ჩხრეკა-ამოღების დროს მოპოვებული მტკიცებულების პროკურორის […]

სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ნილ ვეინსტაინთან

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში,  სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის წევრები ნილ ვეინსტაინს შეხვდნენ. შეხვედრაზე, მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა: ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის რეფორმა სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს სისხლის სამართლის კოდექსიდან, სათანადო გარანტიების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გადმოტანის შესაძლებლობაზე. ნილ ვეინსტაინის მოსაზრებით,  გარანტიების გადმოტანა დაუშვებელია, ვინაიდან გამოიწვევს მთლიანი სისტემის დუბლირებას. ამასთანავე, გარანტიების არსებობამ,  შესაძლოა დააზარალოს(გააჭიანუროს) ის ადმინისტრაციული წესით განსახილველი […]

ჯგუფის შეხვედრა

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში,  სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, სამუშო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე: ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები; სისხლის სამართლის პროცესში  ირიბი ჩვენების გამოყენება; აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას წინასასამართლო პრობაციის ინსტიტუტის შემოღება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოცემულ კანონპროექტებში იკვეთება მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც დასახვეწია. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ თითოეულ კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებების მომზადებაზე, […]

სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში,  სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფმა, მიმდინარე წლის პირველი  შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, სამუშო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე: ჯგუფის სამოქმედო გეგმა; ჯგუფის ვებ გვერდი; მოწმის დაკითხვის ახალი წესი. 2016 წლის განმავლობაში, ჯგუფი იმუშავებს ქვემოთ მოცემულ თემებზე: სისხლის სამართლის პროცესში ირიბ ჩვენების რეგულირებისთვის ადვოკატირების წარმართვა; ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტზე და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა; […]

მსჯელობა მოწმეთა დაკითხვის წესის რეფორმირებაზე

ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” ინიციატივით, სისხლის სამართლის საერთაშორისო ექსპერტებმა და პროფესორებმა რიჩარდ ვოგლერმა და ბას დე ვილდემ შედარებითი სამართლებრივი კვლევა მოამზადეს. კვლევის პრეზენტაცია და მის გარშემო მსჯელობა 2015 წლის 7 აგვისტოს სასტუმრო “ჰოლიდეი ინნში” გაიმართა. კვლევა წარმოადგენს მოწმის დაკითხვის წესის შესახებ საქართველოს კანონმდელობის შედარებით ანალიზს ინგლისის, უელსის, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების კანონმდებლობასთან და ადამიანის […]

დამატებით…