სისხლის სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი

ჯგუფი აერთიანებს კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” შემავალ 14 არასამთავრობო ორგანიზაციას.

ჯგუფის არსებობა, საშუალებას იძლევა, სიღრმისეულად დამუშავდეს სისხლის სამართლის სფეროში არსებული პრობლემური საკითხები; მოხდეს სამოქალაქო სექტორში არსებული ექსპერტული ცოდნის და რესურსების მაქსიმალური მობილიზება და ეფექტურად წარიმართოს ადვოკატირების პროცესი.

ჯგუფი მუშაობს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა, მოწმის დაკითხვის წესი სისხლის სამართლის პროცესში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სხვა აქტუალური საკითხები, რომლებიც შეეხება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროს ძირეულ რეფორმას და ადამიანის უფლებების სტანდარტების განმტკიცებას.