DSC_1630

რატომ ვუჭერ მხარს დეკრიმინალიზაციას?!

ავტორი: მარიამ ბეჟანიშვილი 2001 წელს პორტუგალიაში მოხდა ყველა სახის ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია, რაც გულისხმობს, რომ  მომხმარებელთათვის ყველანაირი სისხლისსამართლებრივი სასჯელი გაუქმდა და იგი ჩაითვალა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, თუმცა ადმინისტრაციული სახდელებიც იშვიათად გამოიყენება და მთავარი აქცენტი გაკეთებულია მკურნალობასა და მოხმარების პრევენციაზე. მრავალი მოწინააღმდეგის დრამატული პროგნოზის მიუხედავად, ნარკოპოლიტიკის ცვლილებამ შეამცირა მოხმარება მრავალ მაჩვენებელში, კერძოდ, საგრძნობლად შემცირდა ე.წ. მძიმე ნარკოტიკის […]

35x45 Cropped (1)

სოციალური სამუშაოს გამოწვევები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში

ავტორი: ნატალია ცაგარელი ყოველი წლის მარტის მესამე სამშაბათს, მსოფლიო სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ხაზი გაესვას ამ პროფესიის მნიშვნელობას, გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ სოციალური მუშაკები და რატომ არის მათი პროფესია ასეთი მნიშვნელოვანი. ამავდროულად, პროფესიული დღე, საშუალებას აძლევს სოციალურ მუშაკებსაც, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და გააანალიზონ თავინთი […]

15423527_1354619497896089_154227086_n

ხელი ხელს ბანს

ავტორი: საბა ბრაჭველი „ – შენ რა, მართლა გინდა, რომ ამის გამო ადამიანი ციხეში ჩაჯდეს?“ რამოდენიმე კვირის წინ, მეტროთი მგზავრობის დროს, ჩემს დას ტელეფონი ამოაცალეს, გამომძიებლის მიერ მისთვის დასმული პირველი კითხვა კი სწორედ ასე ჟღერდა. ათწუთიანი გასაუბრების დროს გამომძიებლის მთავარ მიზანს ისეთი განცხადების შედგენა წარმოადგენდა, რომელშიც ეწერებოდა, რომ გვანცამ ტელეფონი თავად დაკარგა, ხოლო ქურდობას ადგილი […]

12079798_1160225630673783_7929862324099604550_o

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თავისებურებები

ავტორი: ლევან ვეფხვაძე   საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 თავი არეგულირებს ბრალდებულის პირველად წარდგენას სასამართლოში, სადაც ამავდროულად შესაძლებელია სასამართლომ იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. აღკვეთის ღონისძიება არის პირის მიმართ გამოყენებული დროებითი ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ  მან არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული, არ მიიმალოს და არ განადგუროს მტკიცებულებები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, […]

15423527_1354619497896089_154227086_n

პირობითი იმედის უფლება

ავტორი: საბა ბრაჭველი 2005-2009 წლებში მოქმედი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შედეგად არაერთ ადამიანს შეეფარდა არაპროპორციულად მაღალი სასჯელი. სისხლის სამართლის საფუძვლიანი რეფორმის შედეგად, სასჯელთა პროპორციულობა მიღწევადი გახდა. მაგალითისთვის, ნულოვანი ტოლერანტობის პერიოდში გამოტანილ  განაჩენთა 40% თავისუფლების აღკვეთას ხუთ წელზე მეტი ვადით ითვალისწინებდა.  ამჟამად საპატიმრო სასჯელის გამოყენების მაჩვენებელი 29%-მდეა შემცირებული და მათგან, დამნაშავეთა მხოლოდ 2.2 %-ს ენიშნება თავისუფლების აღკვეთა 10 […]

12079798_1160225630673783_7929862324099604550_o

დაზარალებულის ფორმალური უფლებები?!

ავტორი: ლევან ვეფხვაძე 2009 წელს, საქართველოს სისხლის სამართლის პროცესმა ფუნდამენტური ცვლილებები განიცადა, რაც მართლმსაჯულების ინკვიზიციური სისტემიდან შეჯიბრებით სისტემაზე გადასვლით გამოიხატა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება დაზარალებულის საპროცესო სტატუსს შეეხო, კერძოდ, იგი აღარ წარმოადგენს პროცესის მხარეს და სარგებლობს მხოლოდ პროცესის მონაწილის სტატუსით, რამაც მკვეთარად შეზღუდა მისი უფლებები სისხლის სამართლის პროცესში. 2009 წლამდე მოქმედი  სისხლის სამართლის პროცესის მიხედვით  დაზარალებული […]

15423527_1354619497896089_154227086_n

ბებერი კანონის რქები

ავტორი: საბა ბრაჭველი  რას გააკეთებდით, თუ აღმოაჩენდით, რომ თქვენი მრავალსართულიანი სახლი, ბეტონის საძირკვლის ნაცვლად, 30 წლის წინ მოჭრილ ხის მორებზე დგას, რომელიც სიძველისა და მეტისმეტი დატვირთვის გამო, სადაცაა წაიქცევა? საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, რეგისტრირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება დანაშაულის რიცხვს. ეს ნიშნავს, რომ რიგით მოქალაქეს სასამართლოსთან ურთიერთობა სამართალდარღვევის გამო უფრო ხშირად უწევს, მისთვის […]

12079798_1160225630673783_7929862324099604550_o

შეჯიბრი ცალკარში?!

ავტორი: ლევან ვეფხვაძე 2009 წელს საქართველოს სისხლის სამართლის პროცესმა ფუნდამენტური ცვლილებები განიცადა, რაც მართლმსაჯულების ინკვიზიტორული მოდელიდან შეჯიბრებით სისტემაზე გადასვლით გამოიხატა. თავის მხრივ, შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს პაექრობას პროკურორსა და ბრალდებულს (მის ადვოკატს) შორის, სადაც მხარეებს აქვთ შესაძლებლობა აბსოლუტურად დამოუკიდებლად, საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს დახმარებით, მოიპოვონ მათი პოზიციის გასამყარებელი მტკიცებულებები და წარუდგენენ სასამართლოს. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გამოიტანოს გამამტყუნებელი […]

15423527_1354619497896089_154227086_n

ზედმეტი კიბერ „სიყვარული“

ავტორი: საბა ბრაჭველი  სახელმწიფოს არსებობის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება, როგორც სამართლებრივ, ისე – ფილოსოფიურ კონტექსტში, მოქალაქეთა დაცვაა. სახელმწიფო მანქანა, საპოლიციო, სამხედრო და სხვა მექანიზმებით, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უნდა მუშაობდეს. ერთი სიტყვით, სახელმწიფო გვჭირდება იმისთვის, რომ დაგვიცვას უცხო ძალებისა და ერთმანეთის თავდასხმისგან. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ მოქალაქეს საკუთარი თავისგან სჭირდება დაცვა? 2008 […]

12079798_1160225630673783_7929862324099604550_o

სამართლის მოლოდინში?!

ავტორი: ლევან ვეფხვაძე რამდენიმე კვირის წინ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ა.ჩ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი შეცვალა გამამართლებელი განაჩენით. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, რომ 2006 წლის სექტემბერში, ა.ჩ. დაიბარეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში და მოთხოვეს, დაერწმუნებინა შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები,  აღარ მოეთხოვათ ქართული მხარისგან მისაღები თანხა.  მოცემულ მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, 2006 წლის […]

12079798_1160225630673783_7929862324099604550_o

მოწმის სტატუსი – თანამშრომლობა თუ სასჯელი?!

ავტორი: ლევან ვეფხვაძე  რამდენიმე კვირის წინ, საზოგადოება აღაშფოთა 22 წლის ახალგაზრდის მიერ თვითმკვლელობის წინ დატოვებულმა სიტყვებმა  ,,დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა“.  თვითმკვლელობის მიზეზად დასახელდა პოლიციის თანამშრომლების უკანონო ქმედებები. ანალოგიური შემთხვევა რამდენიმე წლის წინაც მოხდა, როდესაც მამუკა მიქაუტაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მამუკა მიქაუტაძე იყო ავტომანქანის ხელოსანი, ჰყავდა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. 2013 წლის 05 […]

დამატებით…